წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო 2025" აღინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
18 ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის "შემოდგომის წყალტუბო 2025"-ის აღნიშვნა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით დაიწყო.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა თეატრალიზებული სანახაობა, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, იმერულ ფაცხებში სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნა წარმოდგენილი, მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის დაწურვას და ჩურჩხელების დამზადებაში.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ლადო ბოჟაძე, ეკატერინე სეფაშვილი, ზაზა ლომინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილეები: გრიგოლ ყურაშვილი, გია კვასტიანი, ქალაქ შილუტეს მერი ვიტაუტას ლაურინაიტესი, ასევე დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
თაგები:
წყალტუბო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


