
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წყალტუბოელმა ახალგაზრდებმა გელათის მონასტერში წმინდანად შერაცხილი მეფის სახელს პატივი მიაგეს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში შემეცნებითი ტური მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის დათვალიერების შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველოს ისტორიაში დავით lV-ის, როგორც ქვეყნის გამაერთიანებლის და აღმაშენებლის როლზე, ისაუბრეს ასევე შუა საუკუნეების საქართველოში გელათის აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს