
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების სენაკის ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა.
საფორტეპიანო კლასის ყველა მოსწავლეს საპატიო დიპლომი გადასცეს, ვოკალურ ანსამბლს (ხელმძღვანელი მადონა ბობოხიძე) ლაურეატის წოდება მიენიჭა, ხოლო მასწავლებელი თამარ ციბაძე ფესტივალის საუკეთესო კონცერტმაისტერად დასახელდა.
ანსამბლის ვოკალური მონაცემებით მოხიბლულმა ჟიურის თავმჯდომარემ ვალერიან შიუკაშვილმა ჯგუფს „ცისარტყელა“ უწოდა და 25 მაისს სენაკის სახალხო თეატრში საზეიმო დაჯილდოებისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე მიიწვია.
“სენაკი არტ-ფესტი 2022“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზებით მეცხრედ გაიმართა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს