Logo

“წყალტუბოს ბავშვთა და ახლაგაზრდობის სახლში“ ეკოლოგიის წრის ინიციატივით კონფერენცია ჩატარდა

საზოგადოება
352
Frontnews image description

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ „წყალტუბოს ბავშვთა და ახლაგაზრდობის სახლში“ ეკოლოგიის წრის ინიციატივით კონფერენცია ჩატარდა (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი). 

 

კონფერენცია მიეძღვნა ისეთ საკითხებს როგორიცაა გლობალურ დათბობა, ჰაერის დაბინძურება, შავი-ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობა, ტყის გაჩეხვა, ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვა და სხვა.

 

პრეზენტაციები წარადგინეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის, სკოლა „ოცნების“ სასულიერო გიმნაზიის, სოფელ გვიშტიბის, სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ეკოლოგიის წრის წარმომადგენლებმა. 

 

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს იმერეთის მეცნერთა კავვშირის „სპექტრის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა ლალი გამყრელიძემ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები