
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
ინკლუზიურ ცენტრის აღსაზრდელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
განსაკუთრებული საჭიროებების აღსაზრდელებს დღეს ქალაქის მეორე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ. გაიმართა ერთობლივი სპორტული ღონისძიება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების უფლებების მხარდაჭერასა და მათ საზოგადოებასთან ინტეგრირებას’’- განაცხადა მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა.
2022 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსება, თვეში 420 ლარის ოდენობით.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს