
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მაღალმთიან სოფლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა დღნორისის და საჩხეურას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მდინარე ლაიშაზე არსებული, ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მიმდინარე წლის ივნისის თვეში ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა, მისი რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათას ლარია გამოყოფილი.
დღესვე თვითმმართველობის პირველი პირები ადგილზე გაეცნენ ლეხინდრისთავი-საჩხეურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტს.
სამ კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
პროექტი მაღალმთიანი სოფლების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 736 ათასი ლარია.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს