
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე მუნიციპალიტეტის სასტუმროებში მყოფ იმ უკრაინელებს შეხვდა, რომლებიც საომარი მდგომარეობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნო და დამატებითი დახმარება შესთავაზა.
“ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა იგრძნონ ჩვენი თანადგომა. მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვუჩინოთ საჭირო სახის დახმარება“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ამ ეტაპზე წყალტუბოს სასტუმროებში უკრაინის 5 მოქალაქე იმყოფება, მერთან შეხვედრისას სტუმრებმა გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინაში მალე მშვიდობა იქნება და დაბრუნებას შეძლებენ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს