წყალტუბოს მერიაში ახალგაზრდული ინიციატივების – “გააკეთე შენი ქალაქისთვის” ფარგლებში პროექტების პრეზენტაცია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მერიაში ახალგაზრდული ინიციატივების – “გააკეთე შენი ქალაქისთვის” ფარგლებში პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის კლუბების წევრებმა ორი ახალი პროექტი გააცნეს.
ახალგაზრდებმა პროექტების: „შეიცანი შენი ქალაქი“ და „მიუსაფარ ცხოველთა დაცვა’’ ამოცანებზე, აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მათ განხორციელებაში მერს დახმარება სთხოვეს.
“ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო ახალ ინიციატივებს, მახარებს ის ფაქტი, რომ მომავალი თაობა სწორად ახდენს პრიორიტეტების განსაზღვრას, ზრუნავს ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრაზე პროექტების განხორციელების ეტაპების განხილვასთან ერთად ისაუბრეს, ასევე, ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს