
ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა უფლებების კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ წყალტუბოს მერის წარმომადგენლებთან და სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორი ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახური იყო.
ბავშვთა უფლებათა კოდექსისა და ბავშვთა უფლებათა კონვენციის თაობაზე ორგანიზაცია “ვოლდვიჟენის“ პროექტის ფარგლებში ექსპერტებმა ეთერ ცხაკაიამ და ეკა სანებლიძემ ისაუბრეს და აუდიტორიას ამ მიმართულებით სიახლეები გააცნეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში არა მხოლოდ მუხლობრივად გაწერილი პირობების, არამედ საჭიროებების კვლევა, ბავშვის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინება უნდა მოხდეს.
შეხვედრას წყალტუბოს მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს