
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გაზეთ “ახალი წყალტუბოს” რედაქტორს მურთაზ კანკაძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს.
მურთაზ კანკაძე არის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი, ოთხი პოეტური კრებულის ავტორი, გაზეთ “ახალი წყალტუბოს” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, წყალტუბოს საპატიო მოქალაქე.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა წყალტუბოში ერთადერთი ბეჭდური ორგანოს – გაზეთ “ახალი წყალტუბოს” რედაქტორს შემოქმედებით წარმატებები, ჯანმრთელობა და სულიერი მხნეობა უსურვეს, ასევე სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს