წყალტუბოს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელს პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავი მიულოცეს


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ქალაქის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგს ნელი ჯანელიძეს, მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ისაუბრა აღმზრდელობითი საქმიანობის უდიდესი როლის შესახებ და აღნიშნა, რომ არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების გამოხატვა და პროფესიული საქმისადმი ერთგულების დაფასება მნიშვნელოვანია ყოველი კეთილსინდისიერი ადამიანისთვის.
ნელი ჯანელიძე დღესაც აგრძელებს საქმიანობას და თავისი ხანგრძლივი გამოცდილებითა და ცოდნით აძლიერებს ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების პროფესიონალთა გუნდს. “ასეთი მხარდაჭერა უდიდესი მოტივაციის მომცემია ახალი ენერგიით და უშრეტი ძალისხმევით საქმიანობის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა მან და სტუმრებსა და გაერთიანების ხელმძღვანელს გიორგი იობიძეს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თაგები:
წყალტუბო

წყალტუბოს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაზეთ “ახალი წყალტუბოს” რედაქტორს 80 წლის იუბილე მიულოცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დედის დღე კეთილმოწყობისა და დასუფთავების თანამშრომელ ქალბატონებს მიულოცეს

წყალტუბოს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს