
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განვითარების განყოფილების უფროს იონა ჯოჯუასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
“საავტომობილო გზების რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება სოფლებში: ყუმისთავში, გეგუთში, წყალტუბოში, ოფურჩხეთში, ამ ეტაზე, ჯამში 7 კილომეტრზე დაიგო ბეტონის საფარი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს’’, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს