
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 22 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის გამო, დაზიანებული გზები ინტენსიურად იწმინდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს.
მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა ხდება როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
ამ ეტაპზე, გრძელდება აღდგენითი სამუშაოები სოფელ მამაწმინდის, ნამოხვანისა და ჟონეთის მიმართულებით, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დათვლილია ზარალი და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ კონკრეტული პროექტების განხორციელების საკითხებზე.
22 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 80 კილომეტრამდე გზა და 105 ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს