წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა უშუალოდ ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია სამუშაო პირობებისა და პანდემიის შესაბამისად არსებული რეგულაციების დაცვის შესახებ.
15 მარტიდან ძირითადი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ა(ა)იპ-ებმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლეს.
გაიხსნა „ბავშვთა და ახლაგაზრდობის ცენტრის" შემოქმედებითი წრეები, სამხატვრო და სამუსიკო სკოლები, ქორეორგრაფიულ-ფოლკლორული სტუდიები და ა.შ.
მუშაობა განაახლა ასევე "სპორტული კლუბების გაერთიანების" ყველა სპორტულმა მიმართულებამ. გაიხსნა მუზეუმები, ბიბლიოთეკები და თეატრი.
პირველი მარტიდან გახსნილია საბავშვო ბაღები და ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი.
"დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება" მუშაობის საგაზაფხულო რეჟიმზე გადადის, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები.
ა(ა)იპ „წყალტუბო არენას" ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ წყალტუბოს "სამგურალმა" 2 აპრილს საშინაო მატჩი ჩაატაროს საკუთარ სტადიონზე.
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს" უკვე მიეწოდა 450 ერთეული ვაქცინა მედ-პერსონალისთვის და ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


