წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა აუდიტორიას ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.
როგორც ცნობილია, დღეიდან მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზემოთ პირებს „ასტრაზენეკასა" და „ფაიზერის" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. "ფაიზერის" ვაქცინა რიგის დაჯავშნის პორტალზე საღამოს 18:00 საათიდან აისახება და ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.
"ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლოა, გაუჭირდეთ დამოუკიდებლად რიგის დაჯავშნა, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმარებით რეგისტრაციაში. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ამჯერად იმერეთიდან მხოლოდ ქუთაისის და საჩხერის სამედიცინო დაწესებულებებია მითითებული, შესაძლებელია მოკლე ხანში დაემატოს წყალტუბო", – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში ქალაქის არჩევის შემდეგ ინიშნება სასურველი კლინიკა, შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე, სადაც იჯავშნება მოქალაქისთვის სასურველი თარიღი დროის მითითებით, მესამე ეტაპზე კი სისტემაში შეჰყავთ პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სახელი, გვარი, ტელეფონი (ელ ფოსტა ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეოთხე ეტაპზე – დასტურდება ჯავშანი.
ვაქცინაციისთვის ჩაწერა ასევე შესძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე: 1522.
მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს