
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი სახალხო თეატრის დასს შეხვდნენ და იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარმატებით გამოსვლა პირადად მიულოცეს. თვითმმართველობის პირველმა პირებმა ფესტივალის ნომინანტებს მადლობის სიგელები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ა(ა)იპ წყალტუბოს კულტურის ცენტრის მმართველმა რევაზ მესხმა თეატრის განვითარების გზებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრა, რაშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის ნომინანტებს: სპექტაკლის რეჟისორს ზაზა კიკნაველიძეს, მხატვარს მამუკა ტყეშელაშვილს, მსახიობებს სულიკო იოსელიანს, ზურაბ ყურაშვილს. მადლობის სიგელი გადაეცათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვაჟა გედენიძეს და „წყალტუბოს კულტურის ცენტრის“ მმართველს რევაზ მესხს.
წყალტუბოს სახალხო თეატრმა წლევანდელ „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარადგინა. გამარჯვებული კი 4 ნომინაციაში გახდა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს