
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დევნილთა დასახლების კეთილმოწყობისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ დევნილებთან მუდმივი კომუნიკაცია და პრიორიტეტების ერთად განსაზღვრა არის უმნიშვნელოვანესი, დიალოგის რეჟიმში ჩვენ ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ”, – აცხადებს გენადი ბალანჩივაძე.
დევნილთა ახალ დასახლებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო გზის დაგება, მალე დაიწყება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 8-მაღალსართულიან კორპუსში დევნილთა 560 ოჯახი ცხოვრობს
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს