
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი დღეს მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა.
“მეწყერი ჩამოწვა მექვენა – დერჩის დამაკავშირებელ გზაზე და ონჭეიშის ხიდზე, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, კეთდება შემოვლითი გზა, უახლოეს მომავალში დაიწყება ონჭეიშის ხიდის რეაბილიტაცია”, – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის წევრები, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი.
ამ დროისათვის მექვენა – დერჩის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა შეზღუდულია.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს