წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის მოადგილე გია კვასტიანი წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ, ღირსეული შედეგები მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი ჯაბა ტყეშელაშვილი, ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ქრისტინე ჟორჟოლიანი და ჭაბუკთა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სამბოში ლუკა შვანგირაძე მიღწევების მიხედვით განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები არიან.
შეხვედრას ესწრებოდნენ „სპორტული კლუბების გაერთიანების“ უფროსი ირაკლი კუჭავა, მწვრთნელები – ტარიელ გველესიანი და გურამ მამიაშვილი.
მწვრთნელებმა მომავალი შეჯიბრებების შესახებ ისაუბრეს და მოსალოდნელ შედეგებზეც იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს