Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გზების რეაბილიტაციას განაგრძობს

Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გზების რეაბილიტაციას განაგრძობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება სოფლების: ცხუნკურის და ბესიაურის დამკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, ასევე სოფელ ჩუნეშში N 2 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები.

 

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

“გზების მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებების მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად ვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს“, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

 

სოფელ ცხუნკურის და ბესიაურის დამკავშირებელი, ასევე სოფელ ჩუნეშში N 2 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოები მალე დასრულდება.

 

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები