
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის მხარდაჭერით, წყალტუბოსთან დამეგობრებულ ქალაქ უნგენში (მოლდოვა) დღეს ოთხი ახალგაზრდა გაემგზავრა. წყალტუბოელი ახალგაზრდები პოლონელ, რუმინელ და მოლდოველ თანატოლებთან ერთად ქალაქების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ ტრენინგებს დაესწრებიან და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
“ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც მუდმივად ცდილობს განვითარებას, ვისაც აქვს პროგრესული იდეები და სურვილი, ჩაერთოს წყალტუბოს პოპულარიზაციის პროცესში. ამ ეტაპზე ასეთი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი გაემგზავრა საზაფხულო ბანაკში, მსგავსი სახის აქტივობები ვფიქრობ აუცილებელი და საჭიროა, როგორც გამოცდილებათა გაცვლის, ასევე, ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
უნგენის საზაფხულო ბანაკში წყალტუბოდან ამჟამად ოთხი სტუდენტი: ნინი ჭელიძე, ნინო ალავერდაშვილი, ლუკა ადეიშვილი და საბა ბოდოკია იმყოფებიან.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს