
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს მიულოცა.
ყვავილები და მისალოცი ბარათები გადაეცათ ქალაქის სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დარგების განვითარებასა და ჯანსაღი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
მერის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების” თანამშრომელ ქალბატონებთან, რომლებიც ყველაზე ადრე იწყებენ და გვიან ამთავრებენ სამუშაო დღეს.
“8 მარტს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მნიშვნელოვანია მათი როლი ქვეყნის განვითარებაში, ჯანსაღი და გონიერი შვილების აღზრდასა და სწორი ღირებულებების დამკვიდრებაში , ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ის ქალბატონები, რომლებსაც რთული სამუშაო აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, სამაგალითოდ ზრუნავენ სუფთა გარემოს შექმნაზე, მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქის მერს სადღესასწაულო განწყობის შექმნისა და სიმბოლური საჩუქრებისთვის.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს