წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მამა გიორგიმ ეროვნული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
“საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ზუსტად 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ერთგულია ეროვნული იდეალების და შეწევს ძალა დაიცვას დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ტოტალიტარულმა რეჟიმმა 21 სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ამ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, მოვუაროთ საქართველოს და არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს შეწირული გმირები“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე წყალტუბოში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი გამოფენაც გაიხსნა.
თაგები:
წყალტუბო