Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ანგარიში წარადგინა

პოლიტიკა
22.09.2021 / 13:23
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2018-2021 წლებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების, სოციალური პროგრამებისა და კულტურული  ღონისძიებების ანგარიში წარადგინა. 

 

“ახალი სიცოცხლე წყალტუბოს” – ამ სლოგანით დაიწყო ჩვენი მწვანე ქალაქის აღმშენებლობის პროცესი, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომზადებული გენ. გეგმის შესაბამისად წყალტუბო გახდება თანამედროვე ევროპული კურორტი, სადაც  მკურნალობა და დასვენება იქნება კომფორტული უამრავი ვიზიტორისა და დამსვენებლისთვის, რაც მთავარია, დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 

მისივე თქმით, წყალტუბოს თანმიმდევრულად განვითარებისთვის ბევრი პრიორიტეტული პროექტი განხორციელდა. 

 

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მუნიციპალიტეტის მერსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხდა და წყალტუბოს განახლების საკითხებზე ისაუბრა.

 

შეხვედრას მერის მრჩევლთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები