
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ქალაქის N24-ე საბავშვო ბაღის ეზოში 105 ძირი მწვანე ნარგავი პატარებთან ერთად თვითმმართველობის პირველმა პირებმა, ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ და ა(ა)ი.პ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლებმა დარგეს.
“24-ე საბავშვო ბაღი წელს გაიხსნა, ადგილობრივებს დავპირდი, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად შესრულდებოდა გამწვანების სამუშაოები. ახალ ნერგებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოუვლიან, მათ მიერ დარგული ხეები კი კიდევ მრავალი წელი გაალამაზებს ამ გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ჯანსაღი და კომფორტული გარემო ჩვენ ქალაქში”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა ახალ ბაღის შენობა დაათვალიერა და პატარებს წარმატებები უსურვა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს