წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, მეორე მსოფლიო ომში ქართველების წვლილი დიდია, სწორედ ამიტომ თაობებს გადაეცემა ჩვენი ჯარისკაცების გმირობის ამბები, თითოეული მათგანი იბრძოდა მშვიდობისა და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ვეტერანებისადმი, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ ეს ღირსეული ადამიანები“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
როგორც წყალტუბოს საპატიო მოქალაქემ, მუზეუმის დამაარსებელმა, ღირსების ორდენის კავალერმა ციალა ღვინიანიძემ აღნიშნა, უცნობი ჯარისკაცი წყალტუბოში 1973 წელს მარუხის უღელტეხილიდან ჩამოასვენს.
ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორი ვეტერანია ცოცხალი: გიორგი ჭეიშვილი და დიომიდე ჯოჯუა, რომლებმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი მიიღეს.
სულ მეორე მსოფლიო ომში 12 480 წყალტუბოელი ჯარისკაცი იბრძოდა. ყველა სანატორიუმი ევაკო–ჰოსპიტალად იყო გადაკეთებული, სადაც 80 ათასმა დაჭრილს ჩაუტარდა მკურნალობა. 223 ჯარისკაცი სოფელ გვიშტიბში ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
