
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე ისაუბრეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაწყებულ სამუშაოებსა და სოციალურ პროგრამებზე. აღინიშნა რომ აუცილებელია მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და სამომავლოდ სწორედ მათ საჭიროებებზე გათვლილი პროექტების დაგეგმვა.
“აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები, აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა, პროექტების მონიტორინგი და მუდმივად ზრუნვა მოსახლეობაზე” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
თათბირზე მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლს გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადებულია სპეციალური ბროშურა, მერის წარმომადგენლებს გადაეცა ასევე ბროშურები იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თათბირს ესწრებოდა მერის მრჩეველი ნესტორ აფხაძე და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს