
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
საგზაო სამუშაოები დასრულების ფაზაშია სოფელ გვიშტიბში და სოფელ ოფშკვითში.
გვიშტიბში, მე-10 ქუჩაზე, სადაც “ღვინის გზა“ გადის, ბეტონის საფარი იგება. ამ კონკრეტულ ქუჩაში 35 ოჯახი ცხოვრობს და როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სოფლის ამ ქუჩაზე გზა არასოდეს დაგებულა.
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ამავე სოფლის მაცაბერიძეების უბანში, სადაც ბეტონის გზა დაიგება.
სოფელ ოფშკვითში დასრულების ფაზაშია ყველაზე მასშტაბური პროექტი, – 4500 მეტრის ბეტონის გზის სამუშაოები.
“სრულდება N6 ქუჩაზე კეპულაძეების უბანში, გზის მშენებლობა, ამ უბანში 100-მდე ოჯახი მუდმივად ცხოვრობს და ეს გზა მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. აქამდე ყოველწლიურად ზედაპირულად ხდებოდა გზის მოხრეშვა, თუმცა უგზოობის პრობლემა ვერ გვარდებოდა.
ამიერიდან ამ უბნის მოსახლეობას ექნება გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, ბეტონი გზა და სანიაღვრეები“, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სოფელ გვიშტიბსა და ოფშკვითში განხორციელებული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს