Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა წყალშემკრები არხის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

პოლიტიკა
993
Frontnews image description

წყალტუბოში, ევდოშვილის ქუჩაზე წყალშემკრები არხის, ფერდის შემაკავებელი კედლის მოწყობის, ასევე ლერმონტოვის, კეცხოველისა და გოგოებაშვილის ქუჩაზე წყალშემკრები არხის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა.

 

“ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად 150- ზე მეტი ოჯახი დაცული იქნება უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში დატბორვისგან, წყალშემკრები არხების მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება”, – აცხადებს გენადი ბალანჩივაძე. 

 

ევდოშვილის, ლერმონტოვის, კეცხოველისა და გოგოებაშვილის ქუჩებზე წყალშემკრები არხი 1970-იან წლებში გაკეთდა და ამ დრომდე რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი განხორცილების შედეგად ქალაქის ერთ ნაწილში წყალარინების სისტემა მთლიანად იცვლება და წესრიგდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები