
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ცხუნკურში, ყუმისთავში და მაღლაკში სასმელი წყლის ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამუშაოებს პერმანენტულად უწევს მონიტორინგს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მოიცავს როგორც სათავე ნაგებობის, ასევე წყლის არსებული ქსელის რეაბილიტაციას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს