წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ” ტრადიციულად მოაწყო სპორტული ღონისძიება “მხიარული სტარტები”, რომელშიც ქალაქის ოთხმა საბავშვო ბაგა-ბაღმა მიიღო მონაწილეობა.
სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები,პატარებს განსაკუთრებით მოეწონათ ზღაპრის გმირებისა და ანიმატორების გასართობი პროგრამა.
ბავშვებმა ასფალტზე ხატვის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და თაბაშირის ფიგურები გააფერადეს.
საკონცერტო დარბაზ “ივერიაში’’ ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების კონცერტი გაიმართა.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს