წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ გუმათს და მაღლაკში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
“გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობა არის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა. სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვახდენთ პრიორიტეტების განსაზღვრას. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, ამასთან ეწყობა რეკრეაციული სივრცეები“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს სოფელ მუხიანში, საყულიაში, ოფურჩხეთში, ჯიმასტაროში, გუმათში, ჩუნეშში, ბანოჯასა და მაღლაკში, ასევე, სანიაღვრე სისტემა ეწყობა სოფელ ოფშკვითში. სამუშაოებისთვის ჯამში 8395011 ლარი იხარჯება.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს