
ავტორი
Front News საქართველო
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" წარმომადგენლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მუნიციპალიტეტის 5 ლოკაცია გაიწმინდა.
"წყალის რესურსების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთო მოზარდი თაობა. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) წყლის რესურსების თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მოადგილეებთან ზურაბ მაისურაძესთან და ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად ესწრებოდა.
აღინიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანი წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა", – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს