
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ჭეიშვილი რამდენიმე ოჯახში პირადად იმყოფებოდნენ.
“აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვების პროდუქტები დაურიგდა შშმ. ბავშვებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს (სარეიტინგო ქულით 0 – დან 65000 მდე), 100 წელს გადაცილებულ პირებს და დიდი სამამულო ომის მონაწილეებს. ფულადი დახმარება მიიღეს “წყალტუბოს სათნოების სახლის“, ინკლუზიური ცენტრისა და ბავშვთა ცენტრის „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარებმა“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი სულ 326 ოჯახს გადაეცა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს