
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ გეგუთსა და მაღლაკში გზების რეაბილიტაციის პროექტები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე 4 112 687 ლარი აქვს გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: მაღლაკში, უკანეთში, ბანოჯაში, გეგუთში, ტყაჩირში, რიონსა და საყულიაში დაზიანებული გზები მოწესრიგდება, ასევე მოხდება სოფელ ნოღა- ქუთაისის დამაკავშირებლი გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ სოფლებში გზების მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს