Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ დღნორისის და საჩხეურას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა დასრულდა

Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ დღნორისის და საჩხეურას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა დასრულდა.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის დათვალიერების შემდეგ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელზეც ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

“ჩვენთვის პრიორიტეტია ყველა სოფელში მოწესრიგებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან ზონაში გაკეთდეს გზები, ხიდები, განხორციელდეს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები და სოციალური პროგრამები, ამ მიზნით არაერთი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ამ ეტაპზე აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდი, მოწესრიგებულია ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

 

მდინარე ლაიშაზე არსებული, ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მიმდინარე წლის ივნისის თვეში ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა, მისი რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათას ლარი იყო გამოყოფილი.

 

დასრულებულია ასევე ლეხინდრისთავი საჩხეურას დამაკავშირებელი სამ კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მაღალმთიანი სოფლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 736 ათასი ლარია.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები