წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა და 2025 წელს გარდამავალი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.
18 თებერვლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყება.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტები განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 47-ვე სოფელში.
“წარმომადგენლებისგან მოვისმინე პრიორიტეტები, მაგრამ საბოლოო არჩევანი მოსახლეობას ეკუთვნის. 20-ზე მეტი დასახელების პროექტებიდან ადგილობრივები თავად ირჩევენ რა უნდა გაკეთდეს. წელს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის 704 000 ლარია გამოყოფილი”, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
მერის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და სოციალური სამსახურის უფროს ნათია ჩაკვეტაძე.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს