წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კრებების და კონსულტაციების ჩატარებას 19 სოფელში გაუწიეს ორგანიზება.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელში მოხდეს სწორედ იმ პროექტის განხორციელება, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, რადგან ყველაზე კარგად სწორედ ადგილობრივებმა იციან თუ რა არის სოფლის განვითარებისთვის ამ ეტაპზე საჭირო, ადგილზე ვეცნობით სოფლის მცხოვრებთა მოსაზრებებს და სამომავლო გეგმებზეც ვსაუბრობთ”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
სოფელ მაღლაკსა და მიწაწითელში ადგილობრივებმა სპორტული მოედნების შემოღობვის პროექტების განხორციელებას დაუჭირეს მხარი,ხოლო სოფელ ოფშკვითში, გეგუთში, მუხიანში, უკანეთს და ქვედა მესხეთში გარე განათების ქსელი მოეწყობას. საყულიაში ადგილობრივებმა, ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობისა და სკვერში არსებული შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
სოფელ ყუმისთავში მზა ბეტონის შეძენასა და ფანჩატურის მოწყობაზე შეთანხმდნენ. სოფელ ნოღასა და ჭოლევში გარე განათების ქსელი მოწესრიგდება, ხოლო სორმონში მზა ბეტონით გზის რეაბილიტაცია მოხდება. სოფელ ცხუნკურში ადგილობრივებმა პრიორიტეტი გზების მზა ბეტონით რეაბილიტაციასა და გარე განათების ქსელის მოწყობას მიანიჭეს.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს