წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება სრულდება


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება სრულდება.
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, მუხიანსა და ზედა მესხეთში დასრულებული პროექტები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე წელს 60-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე სამუშაოების 95% დასრულებულია. მოწესრიგდა შიდა სასოფლო გზები, მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, სასმელი წყლისა და გარე განათების ქსელი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 704 000 ლარითაა დაფინანსებული.
თაგები:
გენადი ბალანჩივაძე