
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე პირადად ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას, მერიის სამსახურები აგვარებენ დაზარალებულების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.
2 ივლისს მოსული ძლიერი ნალექისა და ვაზნარის ღელის ადიდების შედეგად სოფელ ხომულში დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საკარმიდამო ნაკვეთი.
დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. გრძელდება ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების” თანამშრომლები ასრულებენ.
მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო შესაბამისი ტექნიკის მაღალმთიან სოფლებში გაგზავნა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია გზები.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს