
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებით დატვირთული კვირა გრძელდება, დამდეგი ახალი წელი კონცერტით აღნიშნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში.
“აღნიშნული სოფლის, ასევე კოპიტნარის დასახლების, მაღლაკის და ქვიტირის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება წარადგინეს.
შალვა ნუცუბიძის სახელობის რეაბილიტირებულ სკვერში პატარებმა ნაძვის ხე თოვლის ბაბუასთან ერთად აანთეს.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.
საახალწლო კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და ა(ა)იპ წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი გიორგი იობიძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა ახალი წლის დღესასწაული მილოცვის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ საახალწლო კონცერტები გაიმართება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს