
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ერთობლივი თათბირი გამართეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თათბირს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილეები: სერგო კირკიტაძე, გიორგი დოლიძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
თათბირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, დასუფთავების მოსაკრებლის, უსახური ობიექტების დემონტაჟის, ასევე სხვა საკითხები განიხილეს.
მერმა სამსახურის უფროსებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
თათბირზე “შემოდგომის წყალტუბოს’’ დღესასწაულის გამართვის საკითხზეც იმსჯელეს.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს