
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ოქროს მედალოსნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2021-2022 წლის შედეგები ასეთია: 44 ოქრო და 12 ვერცხლის მედალი.
“თქვენ ხართ თაობა, რომელმაც კარგად იცის განათლების, შრომისა და მუდმივი განვითარების ფასი, თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა ააშენოს მომავლის საქართველო, სწორედ ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებთ გქონდეთ კარგი განათლების მიღების, პროგრესული იდეების განხორციელებისა და წინსვლის შესაძლებლობები”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
ყველაზე მეტი 7 ოქროს მედალი სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ. ა(ა)იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიას 6, ხოლო სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლას 5 ოქროს მედალოსანი ჰყავს, ასევე 5 ოქროს მედალი მიიღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის საჯარო სკოლას კურსდამთავრებულებმა.
მედლების გადაცემის ცერემონიალს საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს