
ავტორი
Front News საქართველო
“პირადი განცხადებით ვტოვებ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 2004 წლიდან ვარ ამ პარტიაში. ურთიერთგაუგებრობა არის პარტიაში და ამ მიზეზით დავტოვე“, – ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნარგიზ ტყაბლაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან საუბარი არ ჰქონია და სხდომაზე გახდა ცნობილი მისი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საკრებულოში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
“დღეს გავაკეთე პირველად განცხადება. არც იციან, რომ დავტოვე. დღეს, კრებაზე გაჟღერდა ეს განცხადება. საკრებულოში დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას.
კითხვაზე, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა იფიქრებდა თუ არა პარტიიდან წასვლაზე, ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ არა.
“ალბათ, არ ვიფიქრებდი წასვლაზე. როცა არ არის ერთიანობა, იქ რა თქმა უნდა მომავალში წარმატებებს და საქმიანობას უშლის ხელს“, – აღნიშნა ტყაბლაძემ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს