
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს სასამართლომ კომპანია "ენკა" გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.
რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ მოსამართლემ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ის დარღვევები, რაზეც ისინი თვეების განმავლობაში საუბრობდნენ, სამართლებრივად დღეს დადასტურდა.
"ჩვენთვის, რასაკვირველია, 5 000 ლარიანი ჯარიმა, თავისთავად, თანხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ფაქტის აღიარება, რომ ისინი დარღვევებით მუშაობენ, მათ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თვითონ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური მიუთითებს მოსამართლეს იმ დარღვევაზე, რომ "ენკა" გადასულია მშენებლობის, მათ შორის კაშხლის აშენების ეტაპზე", – განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მარიტა მუსელიანმა.
პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან "რიონის მცველები" დილიდან იყვნენ შეკრებილი.
რიონის ხეობაში პროტესტი 183 დღეა გრძელდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს