წყალტუბოს სოფლებში შიდა საუბნო გზების სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ოფშკვითსა და ქვიტირში სოფლის საუბნო გზების სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
"ამ სოფლებში შიდა საუბნო გზები არასოდეს არ გაკეთებულა. წელს კი საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, სოფელ ოფშკვითში კაპანაძეების, უბანში, ინანეიშვილების უბანსა და მარგველაშვილების უბანში ბეტონის გზა იგება. სოფელ ქვიტირში (ბაბუნაშვილების უბანში) ბეტონის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოცულობითია. მთავარია, რომ პროექტები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში სრულდება", – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
სოფელ ოფშკვითში სამივე კოლაციაზე რ.გ(პ). ფ.- ისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი წილის დაფინანსებით 999500 ლარამდე იხარჯება. ქვიტირში კი გზების რეაბილიტაციისთვის 494494 ლარია გამოყოფილი.
ამ სოფლებში ახალი საუბნო გზების მშენებლობა მარტის ბოლოს დასრულდება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


