
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა კეთილმოწყობისა და ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ წყალტუბოს №1 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულად განახლებასა და ეზოს კეთილმოწყობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 200 აღსაზრდელი შეძლებს.
N 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის დაწყების საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მრჩეველთან ნიკა აფხაძესთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველთან გიორგი იობიძესთან ერთად, მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა. პროექტის გაცნობის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ქალაქ წყალტუბოს №1 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 161 000 ლარით ფინანსდება.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს