
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა.
შეხვედრას მუნიციპალიტიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა მეწარმეების ინფორმირებულობა და სხვადასხვა პროექტების წერის პტრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება აუცილებელი პირობაა სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის.
დამსწრე აუდიტორიას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა თინათინ ოდილავაძემ მიმართა და მოქმედი აგროპროგრამების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა.
სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს „აწარმოე საქართველოს“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ მიაწოდა.
მეწარმეობის საბაზო უნარებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა ტრენერმა დილა ბერძენიშვილმა ისაუბრა.
ადგილობრივმა მეწარმეებმა შეეხვედრის ბოლოს ინდივიდუალური კონსულტაციებიც მიიღეს. ასევე შეარჩიეს ერთი პრეტენდენტი – ქალი მეწარმე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მესტიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ვორკშოპში.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს