Logo

წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დედის დღე გმირების დედებს მიულოცეს

Frontnews image description

წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დედის დღე მიულოცეს იმ გმირების დედებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირეს. 

 

“მამუკა სამაკაშვილი, მამია ფანცულაია, რომა უგრეხელიძე, ფილიპე მგალობლიშვილი ის ქართველი ვაჟკაცები არიან, რომლებიც წყალტუბოდან წავიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში და გმირულად დაიღუპნენ. 

 

ვულოცავ ამ ვაჟკაცების დედებს, მეუღლეებს დედის დღეს, ვუსურვებ სულიერ მხნეობასა და ჯანმრთელობას”, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. 

 

გმირების დედებს და ოჯახებს ყვავილები და სიმბოლურ საჩუქრები მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ გადასცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები