Logo

წყალტუბოში დაჭრილ მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა

საზოგადოება
743
Frontnews image description

წყალტუბოში, ბასრი საგნით დაჭრილი სკოლის მოსწავლე, ამ დრომდე ქუთაისის კლინიკაში რჩება. ახალგაზრდას უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. 20 წლის მამაკაცი, კი რომელმაც, სავარაუდოდ, მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელი დაჭრა, პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. 

სისხლიანი გარჩევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის მოზარდი იქ კომენდანტის საათის დაწყებამდე საქმის გასარჩევად დაიბარეს, ჩხუბი კი სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. კონფლიქტის სავარაუდო მიზეზი გოგონა გახდა.

დაჭრილი ახალგაზრდა თავდამსხმელს არ ასახელებს და გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პირველად ჩვენებაში ამბობს, რომ დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო. 

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონფლიქტი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.

"აღნიშნული ინციდენტი მოხდა საჯარო სივრცეში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში. ეს არის საჯარო მოხმარების სივრცე. ბავშვი იყო ძალიან კარგი, მეგობრული. ეს არის აბსოლუტურად კრიმინალური ფაქტი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, მოქალაქე, სკოლის ადმინისტრაცია ვგმობთ. მე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, გთხოვთ მიმართოთ შსს-ს"-აცხადებს წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები